ბალოტელი:
Aa
Aa

ბალოტელი: "მესისა და რონალდუს კრიტიკა უბრალოდ სიგიჟეა..."

"ბარსელონას" "ენფილდზე" განადგურებას მარიო ბალოტელი გამოეხმაურა.

"სუპერმარიო" მესისა და რონალდუს შესახებ კომენტარებს საკმაოდ ხშირად აკეთებს და იტალიელმა ფორვარდმა მომენტით ამჯერადაც ისარგებლა.

"მიუხედავად იმისა, რომ ცუდი მატჩი ჩაატარა, მესი მაინც უცხოპანეტელია. რონალდუ კი საუკეთესო მხოლოდ დედამიწაზეა. ის საუკეთესოდ რჩება მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფიალამდე წელს ვერ მივიდა.

სხვა რა უნდა ითქვას? ეს უბრალოდ ნონსენსია. დაუშვებელია, რომ ამ ორ ფეხბურთელზე ცუდად ისაუბრო მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტული მატჩი წააგეს, თუ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდნენ.

მათი კრიტიკა უბრალოდ სიგიჟეა".

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრის შემდეგ ბალოტელიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ფეხბურთი თუ გიყვართ გთხოვთ მესი „იუვენტუსის“ რიგებში 7 ნომრით მოასპარეზე ფეხბურთელს აღარ შეადაროთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები