რონალდუს პროგნოზი გამართლდა!
Aa
Aa

რონალდუს პროგნოზი გამართლდა! "ლივერპული" ფინალშია! რას ამბობდა კრიშტიანუ მატჩამდე?

როცა "კამპ ნოუზე" "ბარსამ" "ლივერპულს" 3:0 სძლია პრაქტიკულად ყველა თვლიდა, რომ "მერსისაიდელებს" ყველანაირი შანსი დაკარგული ჰქონდათ და ფინალში ვალვერდეს გუნდი ითამაშებდა.

"წითლების" ყველაზე თავგადაკლულ ქომაგსაც კი მცირე იმედი თუ ექნებოდა, სამაგიეროდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი კრიშტიანუ რონალდუ.

როგორც Diario Gol-ი წერდა, რონალდუმ თანაგუნდელებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი აზრით ფინალში იურგენ კლოპის კოლექტივი ითამაშებდა.

წყაროს ინფორმაციით კრიშტიანუს მიაჩნდა, რომ „ლივერპულმა“ „ბარსელონას“ ყველა ასპექტში აჯობა და „ბლაუგრანას“ უბრალოდ ძალიან გაუმართლა.

პორტუგალიელმა „რომა“ - „ბარსელონას“ შარშანდელი ჯახი და „აიაქსის“ მიერ შემოტრიალებული დაპირისპირება გაიხსენა და დაამატა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ქამბექების წელია.

Diario Gol-ის თანახმად რონალდუს სიტყვებმა „ბარსას“ ფეხბურთელთა ყურამდეც მიაღწია და კატალონიელთა გაოცება გამოიწვია.

საბოლოოდ რა და როგორ მოხდა და ვინ დარჩა გაოცებული "ენფილდზე" ყველაფერი კარგად ვნახეთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები