FIFA-მ ლონდონის „ჩელსის“ აპელაცია არ დააკმაყოფილა! ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა
Aa
Aa

FIFA-მ ლონდონის „ჩელსის“ აპელაცია არ დააკმაყოფილა! ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა

ლონდონის „ჩელსის“ სერიოზული პრობლემები აქვს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „ლურჯების“ აპელაცია არ დააკმაყოფილა და სასჯელი ძალაში დატოვა. 

როგორც მოგეხსენებათ FIFA „არისტოკრატებს“ 18 წლამდე ასაკის 29 ფეხბურთელის წესების დარღვევით გაფორმებას ედავება. თებერვალში ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „ლურჯებს“ 460 000 ფუნტის გადახდა დააკისრა და ტრანსფერების განხორციელება ერთი წლით აუკრძალა.

„სტემფორდ ბრიჯის“ ბინადრები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდნენ და FIFA-ს თავდაპირველი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს კიდეც, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

ბრიტანული გამოცემების ცნობით ახლა „ჩელსის“ მესვეურების ერთადერთი იმედი სარჩელის უმაღლეს ინსტანციაში შეტანაა, თუმცა სავარაუდოთ „არისტოკრატები“ თავის დაძვრენას მაინც ვერ მოახერხებენ.

FIFA-ს გადაწყვეტილებამ „ჩელსის“ ქომაგი საგონებელში ჩააგდო. ლონდონელი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ დისკვალიფიკაცია გუნდის სამომავლო გეგმებს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და „სტემფორდ ბრიჯს“ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები