მოურინიომ კლოპი შეაქო:
Aa
Aa

მოურინიომ კლოპი შეაქო: "ლივერპულის“ ტრიუმფი კლოპის ფანტასტიკური მენტალიტეტის დამსახურებაა“

„ლივერპულის“ გუშინდელ ტრიუმფს საფეხბურთო სამყაროში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. „მერსისაიდელთა“ წარმატების შესახებ კომენტარი ბევრმა ცნობილმა პიროვნებამ გააკეთა, რომელთა შორის ჟოზე მოურინიოც იყო.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპს ხოტბა შეასხა და განაცხადა, რომ „წითლების“ წარმატება სწორედ გერმანელი სპეციალისტის დამსახურებაა.

"იურგენ კლოპი ქამბექის მთავარი შემოქმედია. ტაქტიკას და საფეხბურთო ფილოსოფიას მატჩის შედეგზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. შეხვედრის ბედი გერმანელი სპეციალისტის მიერ დამკვიდრებულმა მებრძოლმა სულმა და გამარჯვებისკენ სწრაფვის წყურვილმა გადაწყვიტა“.

„ლივერპული ტიტულის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე იდგა და იყო შანსი ფანტასტიკური სეზონი ტრიუმფის გარეშე დასრულებულიყო. თუმცა ახლა „მერსისაიდელები“ ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს არიან. იურგენი ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებს“.

„კლოპმა უდიდესი სამუშაო გასწია. გუშინდელ შეხვედრაში „ლივერპულის“ თამაში იურგენის პიროვნულ მახასიათებლებს იდეალურად გამოხატავდა! არასდროს დანებდე! მებრძოლი სული! ყველა მოთამაშემ მოედანზე მაქსიმუმი უნდა გაიღოს"!

„ლივერპულის“ ტრიუმფი კლოპის ფანტასტიკური მენტალიტეტის დამსახურებაა“.

საინტერესოა, რომ მატჩის დაწყებამდე მოურინიოს „მერსისაიდელთა“ გამარჯვების არ სჯეროდა და აღნიშნა, რომ „წითლების“ გასვლაზე ერთ თეთრიან ფსონსაც არ გაიმეტებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები