სამარცხვინო თამაში! სულშერმა თავისი შეგირდები გააკრიტიკა
Aa
Aa

სამარცხვინო თამაში! სულშერმა თავისი შეგირდები გააკრიტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, „ჰადერსფილდთან“ მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა.

ბრიტანული ტაბლოიდი The Sun ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გასახდელში ნორვეგიელი სიტყვით გამოვიდა და რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

სულშერმა „წითელი ეშმაკების“ ასპარეზობას სამარცხვინო უწოდა და დასძინა, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ კლუბი წარმატებას მიაღწევს თუ არა. ამის შემდეგ ოლე გუნარმა თავის შეგირდებს ქომაგების მიმართ პატივისცემის გამოხატვა მოსთხოვა და მიმდინარე სეზონის დადებით ნოტაზე დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მონოლოგის ბოლოს სულშერმა კონკრეტული ფეხბურთელების გვარები დაასახელა და აღნიშნა, რომ მათ საკუთარი თამაშის გამო უნდა რცხვენოდეთ. გავრცელებული ინფორმაციით „იუნაიტედის“ მოთამაშეები ამ დროს ჩუმად იყვნენ და ნორვეგიელ სპეციალისტთან შეპასუხება ვერ გაბედეს.

„ჰადერსფილდთან“ ჯახის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სულშერმა განაცხადა, რომ ზაფხულში „ოცნებათა თეატრს“ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ბრიტანული გამოცემების ცნობით მათ შორის ხუან მატა, ანდერ ერერა, მარკუს რაშფორდი, დავიდ დე ხეა და პოლ პოგბა არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები