Aa
Aa

"რეალი" მზადააა მბაპეს სანაცვლოდ 240 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ზაფხულში სერიოზული ცვლილებების გატარებას გეგმავს. ფრანგ სპეციალისტს რამდენიმე სუპერვარსკლავის შეძენა სურს, რომელთა შორის „პსჟ-ს“ ახალგაზრდა შემტევი, კილიან მბაპეცაა.

გავლენიანი ფრანგული გამოცემა FRANCE FOOTBALL-ის ცნობით „სამეფო კლუბის“ წარმადგენლები 20 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებენ და მზად არიან კილიანის სანაცვლოდ სარეკორდო თანხაც გადაიხადონ. როგორც ირკვევა „ლოს ბლანკოსი“ აპირებს უახლოეს მომავალში პარიზულ კლუბს წინადადებით მიმართოს და მბაპეს სანაცვლოდ 240 მილიონი ფუნტი შესთავაზოს. „რეალის“ მესვეურები ზაფხულში 460 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებენ, ასე რომ მბაპეს ტრანსფერი ფანტასტიკის სფეროს ნამდვილად არ განეკუთნება.

ზინედინ ზიდანი ფრანგი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია და დარწმუნებულია, რომ მას „სამეფო კლუბისთვის“ დიდი წარმატების მოტანა შეუძლია. მადრიდელებს მბაპეს შეძენა 2017 წელსაც სურდათ, თუმცა მაშინ კილიანმა კარიერის „პსჟ-ში“ გაგრძელება არჩია.

20 წლის ფეხბურთელის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან ადგილობრივ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ პარიზში თავს მშვენივრად გრძნობს და „პსჟ-ს“ დატოვებას არ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები