ნაცნობი სურათი: ანანიძისთვის ტრავმის გამო სეზონი დასრულდა
Aa
Aa

ნაცნობი სურათი: ანანიძისთვის ტრავმის გამო სეზონი დასრულდა

რუსული ''კრილია სოვეტოვის'' ქართველი ნახევარმცველისთვის, ჯანო ანანიძისთვის სეზონი დასრულებულია. რუსულ მედიაში კლუბის ექიმის კომენტარი ვრცელდება, რომლის მიხედვით ანანიძე თამაშისთვის მზად  სამ ან ოთხ კვირაში იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე მოსკოვის ''სპარტაკის'' საკუთრებაა და სეზონის ბოლომდე სამარულ კლუბშია განათხოვრებული.

ანანიძემ სეზონის მეორე ნახევარში რუსეთის პრემიერლიგაში ''კრილია სოვეტოვის'' რიგებში 8 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, გასულ ზამთარში ანანიძის გადაბირება ჰოლანდიურ არნემის ''ვიტესს'' სურდა, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა და ფეხბურთელმა სეზონის ბოლომდე ''კრილიაში'' თამაში გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები