კაპიტნის ცრემლები - გოდინი
Aa
Aa

კაპიტნის ცრემლები - გოდინი "ატლეტიკოს" დაემშვიდობა და "ინტერში" მიდის

მადრიდის „ატლეტიკოს“ კაპიტანი დიეგო გოდინი გუნდს ტოვებს და კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.

გოდინმა პრეკოსკონფერენციაზე პრესასა და ქომაგებს თავისი გადაწყვეტილებების შესახებ აცნობა და ემოციები ვერ დამალა...

„ერთი წლის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინადადებაზე უარი ვთქვი და დარჩენა ვამჯობინე, ახლა კი გზის გაგრძელებისა და დამშვიდობების დრო მოვიდა“.

კაპიტანი პრესკონფერენციაზე ატირდა.

33 წლის ურუგვაელი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. მისი ყოველწლიური ხელფასი 6.75 მილიონი ევრო იქნება და ის „ნერაძურის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

გოდინმა „ატლეტიკოში“ 9 სეზონი გაატარა და ამ დროში მან 8 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპა ლიგა და ლა ლიგა გახლდათ.

ურუგვაელმა „როხიბლანკოს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი გოლი გაიტანა. „კამპ ნოუზე“ მისი თავურის შემდეგ „ატლეტიკომ“ ლა ლიგის ჩემპიონობა გაიფორმა.

გოდინის ანგარიშზე „ინდიელთა“ რიგებში 387 შეხვედრაში 27 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები