გიუნდოგანი:
Aa
Aa

გიუნდოგანი: "ლივერპულს შეუძლია ბარსელონა 4-0 დაამარცხოს“

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. იურგენ კლოპის „ლივერპული“ „ენფილდზე“ კატალონიის „ბარსელონას“ მიიღებს და სამბურთიანი სხვაობის აღმოფხვრას შეეცდება.

"მერსისაიდელები" "ბლაუგრანასთან" მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან. კლოპის ბიჭები ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ სალაჰის გარეშე იასპარეზებენ. მიუხედავად ამისა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს სჯერა, რომ „წითლებს“ სასურველი შედეგის დაფიქსირების შანსი აქვთ. 

„არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. ვფიქრობ „ლივერპულს“ შეუძლია საშინაო კედლებში „ბარსელონა“ 4-0 დაამარცხოს“.

„არ ვიცი რატომ, მაგრამ მიმაჩნია, რომ „ენფილდზე“ იურგენ კლოპის, რომელსაც ფეხბურთელებისთვის მოტივაციის მიცემა ნებისმიერ მომენტში შეუძლია და ისეთი მოთამაშეების დახმარებით, რომელთა წინააღმდეგ ასპარეზობა საკმაოდ რთულია, გამორიცხული არაა 90 წუთით "ბარსას" დონის გუნდიც გაითიშოს".

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი და კლოპი „დორტმუნდში“ ერთად მუშაობდნენ და 2011-12 წლების სეზონში ბუნდესლიგის ტრიუმფატორები და ქვეყნის თასის გამარჯვებულები გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები