Aa
Aa

"სტივ ლომასი და გიორგი ქინქლაძე" - ნევილმა და კარაგერმა "სიტის" დასცინეს

პრემიერლიგის გასულ ტურში ვიდრე ''ქალაქელებისა'' და ''მელიების'' შეხვედრა დაიწყებოდა, ''ლივერპულის'' ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა ''მანჩესტერ სიტის'' დასცინა, როცა კარაგერი გარი ნევილთან ერთად ''ეტიჰედს'' ათვალიერებდა.

''ვალენსიას'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა Instagram-ზე პირდაპირი ეთერი ჩართო. ''ლეგენდების ოთახთან'' მიახლოებისას კარაგერმა თქვა: ''გარი, ეს არის ''ლეგენდების ოთახი.'' შემდეგ ნევილმა Instagram-ის მაყურებლებს უთხრა, რომ ''მანჩესტერ სიტის'' სტადიონზე ''ლეგენდების ოთახთან'' იმყოფებოდნენ.

კარაგერმა სიტყვამოსწრებულად აღნიშნა: ''იქ არავინაა.''

როცა ნევილი და კარაგერი სიცილის შეკავებას ცდილობდნენ, ნევილმა სტივ ლომასისა და გიორგი ქინქლაძის სახელები შეჰყვირა, რომლებიც შეიხ მანსურის კლუბში მოსვლამდე ''ქალაქელთა'' ქომაგების ფავორიტები იყვნენ.

 

შეგახსენებთ, ამჟამად ნევილი და კარაგერი SkySports-ში დაქირავებული პირები არიან, რომლებსაც მატჩების ანალიზი ევალებათ.

გიორგი ქინქლაძე ''მანჩესტერ სიტიში'' 1995-98 წლებში ასპარეზობდა. საუკეთესო სეზონი ''მეინ როუდზე'' 1995-96 წლებში გაატარა, როცა 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა პრემიერლიგის 37 მატჩში 4 გოლი შეაგდო და ქომაგები არაერთი შთამბეჭდავი მომენტით აღაფრთოვანა.

შემდგომში ქინქლაძე ''ქალაქელებს'' რანგით მეორე ლიგაში გაჰყვა, რამაც ქომაგთა მხრიდან ქინქლაძისადმი სიყვარული კიდევ უფრო გაზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები