კომპანი:''ამ დღემდე იმისთვის მოვედი, რომ ახალგაზრდებმა მითხრან დავარტყა თუ არა?''
Aa
Aa

კომპანი:''ამ დღემდე იმისთვის მოვედი, რომ ახალგაზრდებმა მითხრან დავარტყა თუ არა?''

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში ''მანჩესტერ სიტიმ'' ''ეტიჰედზე'' ვენსან კომპანის ბრწყინვალე გოლით ''ლესტერი'' დაამარცხა. მატჩის შემდეგ ''მანჩესტერ სიტის'' კაპიტანი და გამარჯვების გოლის ავტორი ვენსან კომპანი ბრიტანულ მედიას ესაუბრა.

ვენსან კომპანი:''მიმდინარე სეზონში პირველი გოლი ''ლესტერთან'' შევაგდე. ამ მატჩამდე გოლი გატანილი არ მქონდა, თუმცა ყოველთვის ვგრძნობ დიდ მომენტებს, როცა რაღაცის გაკეთება შემიძლია.

''ლესტერთან'' შეხვედრაში მცირე იმედგაცრუება იყო, როცა ხალხი ყვიროდა, რომ კარისკენ არ უნდა დამერტყა. მათმა შეძახილებმა გამაბრაზა. ვფიქრობ აქამდე იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მითხრან დავარტყა თუ არა კარისკენ. მე ასეთ გოლებს ვარჯიშებზე ვაგდებ ხოლმე.

 15 წელია მაღალ დონეზე ვთამაშობ მაღალი დონის ნახევარმცველებთან, რომლებიც მეუბნებიან, რომ პასი უნდა შევასრულო და კარისკენ არ უნდა დავარტყა. ერთ დღეს მათ ვუთხარი, რომ კარისკენ დავარტყამდი, რაც ''ლესტერთან'' გავაკეთე და ყველანი ბედნიერები ვიყავით. ჩვენ ნამდვილად ძალიან კარგად ვითამაშეთ. თითოეული ჩემი თანაგუნდელით ბედნიერი ვარ.

რაც შეეხება მეტოქეს, ბრენდან როჯერსმა ''ლესტერი'' გარდაქმნა და გუნდში ნაყოფიერი სამუშაო გასწია.''

პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გათამაშებას ''ქალაქელები'' ლიდერობენ და 1 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან ''ლივერპულს.'' დასკვნით ტურში ''მანჩესტერ სიტი'' ''ბრაიტონს'' ესტუმრება, ''ლივერპული'' კი ''ვულვერჰემპტონს'' უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები