ჰოლანდიელ ფეხბურთელს „ტოტენჰემისა“ და „აიაქსის“ მატჩზე დასწრება ძვირად დაუჯდა
Aa
Aa

ჰოლანდიელ ფეხბურთელს „ტოტენჰემისა“ და „აიაქსის“ მატჩზე დასწრება ძვირად დაუჯდა

ხორდი ვან დერ ლაანი ჰოლანდიის რიგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე „ტელსტარის“ ყოფილი ფეხბურთელია. 25 წლის ფორვარდმა სეზონის დიდი ნაწილი სწორედ „თეთრი ლომების“ რიგებში გაატარა, თუმცა კლუბმა მასთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაწყვიტა. მიზეზი კი საკმაოდ უცნაურია.

როგორც ირკვევა ვან დერ ლაანმა ავადმყოფობა მოიმიზეზა, რათა ლონდონში გამგზავრებულიყო და „ტოტენჰემისა“ და „აიაქსის“ მატჩს დასწრებოდა. ხორდი კამერებმაც დააფიქსირეს. „ტელსტარს“ არ სურდა ფეხბურთელს ჰოლანდია დაეტოვებინა, თუმცა ვან დერ ლაანმა კლუბის მოთხოვნა არაფრად ჩააგდო, რაც საბოოლოოდ ძვირად დაუჯდა.

მომხდარის შესახებ ადგილობრივ გამოცემებთან საუბრისას 25 წლის ფორვარდმა განაცხადა: "ვხვდები, რომ უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი. გასულ სამშაბათს კლუბის ტექნიკურ დირექტორს გავესაუბრე და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გავწყვიტეთ“.

„ავადმყოფობა იმიტომ მოვიმიზეზე, რომ მეგონა სხვა შემთხვევაში ვარჯიშიდან არ გამათავისუფლებდნენ. „ტელსტარი“  ამ ეტაპზე არაფრისთვის იბრძვის და ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მივიღე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გუნდს კონკრეტული მიზანი რომ ჰქონოდა ლონდონში არ წავიდოდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები