ზედიზედ მესამე -
Aa
Aa

ზედიზედ მესამე - "მილუოკი" დაწინაურდა, თუმცა ირვინგს "ბოსტონის" მაინც სჯერა

„მილუოკისთან“ სერიის პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ბოსტონმა“ მიჯრით სამჯერ წააგო და ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება. „ბაქსი“ შესანიშნავ კალათბურთს აჩვენებს და ბრედ სტივენსის შეგირდები მაიკ ბუდენჰოლცერის ბიჭებს ვერაფერს უპირისპირებენ.

„ხარირმების“ წარმატებაში ლომის წვლილი იანის ანტეტოკოუნმპოს მიუძღვის, რომელმაც 39 ქულასთან ერთად 16 მოხსნა გაიფორმა. „მილუოკის“ მეორე ხუთეულის როლიც აღნიშვნის ღირსია. ბერძენი სუპერვარსკლავის სათადარიგო სკამზე ყოფნისას მათ მეტოქეზე 8 ქულით მეტი ჩააგდეს.

იანისის გარდა 13-13 ქულით ერიკ ბლედსოუ და კრის მიდლტონი გამოირჩნენ. შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჯორჯ ჰილის ანგარიშზე კი 15 ქულაა.

„ბოსტონის“ მხრიდან საუკეთესო კაირი ირვინგი იყო, რომელმაც 23 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ალ ჰორფორდი 20 ქულას დასჯერდა. მარკუს მორისმა კი აქტივში 18 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა.

მარცხის მიუხედავად „კელტების“ ლიდერი, კაირი ირვინგი, იმედიანადაა განწყობილი და სჯერა, რომ მის გუნდს სასურველი შედეგის დაფიქსირება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები