Aa
Aa

"რეალის" ყოფილი მეკარე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე, ანდრეს აველინო ხუნკერა, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ცნობა "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა და განცხადებაც გამოაქვეყნა.

"ანდრეს აველინო ხუნკერამ ჩვენი გუნდის რიგებში 9 წელი გაატარა. სამწუხაროდ, დღეს ის დავკარგეთ, რის გამოც ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და მის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ". -ვკითხულობთ "რეალის" სამძიმრის წერილში.

ანდრეს ხუნკერა 1946 წელს დაიბადა, მან კარიერა "ფელგერინას" შემადგენლობაში დაიწყო, საიდანაც "ლანგეროს" რიგებს მიაშურა, 1966 წელს კი "რეალში" გადავიდა და იქ 9-წლიანი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა.

ხუნკერამ "ბლანკოსთან" ერთად 5-ჯერ ლა ლიგა და 3-ჯერ ესპანეთის თასი მოიგო, 1967-1968 წლების სეზონში კი ე.წ. "ზამორა" დაიმსახურა. ესპანელმა გოლკიპერმა კარიერის ბოლო 2 წელი "სარაგოსაში" გაატარა და 1977 წელს აქტიური სპორტული ცხოვრება სწორედ ამ გუნდში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები