შენგელია ტურის სიმბოლურში! - ლიგის ოფიციალურმა საიტმა ქართველი დააფასა
Aa
Aa

შენგელია ტურის სიმბოლურში! - ლიგის ოფიციალურმა საიტმა ქართველი დააფასა

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური საიტის მიხედვით, ამავე ლიგის 30-ე ტურის ხუთ გამორჩეულ კალათბურთელს შორის თორნიკე შენგელია მოხვდა. "ბასკონიას" ქართველმა კაპიტანმა "მანრესასთან" მიღწეულ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა - 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა.

შენგელიას გარდა, ტურის ხუთ საუკეთესო კალათბურთელში ტომას ჰუერტელი, შაინ უიტინგტონი, უოლტერ ტავარეში და ომარ კუკი მოხვდნენ. შენგელიას აღნიშნულ სტატისტიკასთან ერთად, 3 ჩაჭრაც ჰქონდა, მისი საერთო მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23 იყო და მატჩის MVP გახდა.

შეგახსნებთ, რომ "ბასკონიამ" "მანრესა" 82:71 დაამარცხა და ჩემპიონატში 23-ე გამარჯვება იზეიმა. შედეგად, ვიტორიელები სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზე არიან და ლიდერებს - "ბარსელონასა" და "რეალს" მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები