კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ხვალ მსოფლიოს ორი საუკეთესო ფორვარდი დაგვაკლდება"

ცუდი მოლოდინი გამართლდა და „ლივერპული“ „ბარსელონას“ ლიდერების გარეშე დაუხვდება.

დღეს იურგენ კლოპმა პრესასთან საუბრისას ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს ფირმინოსთან ერთად სალაჰიც ვერ დაეხმარება.

„სალაჰი ხვალ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მო მზად ვერ იქნება.

მეტი სიფრთხილე? ეს ტვინის შერყევაა, ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ იმდენად კარგად არა, რომ ხვალ თამაში შეძლოს. სამედიცინო ენით რომ ვთქვათ, ის მინდორზე გასასვლელად მზად არ არის.

წარმომიდგენია თუ როგორი ატმოსფერო იქნება „ენფილდზე“. „ბარსას“ წინააღმდეგ ჩვენ არამხოლოდ უნდა გავიტანოთ, არამედ კარიც მშრალად უნდა შევინახოთ.

ვიცით, რომ ჩვენი ამოცანა რთულია, თუმცა 100%-ით დავიხარჯებით.

მსოფლიოს ორი საუკეთესო ფორვარდი დაგვაკლდება და ჩვენ 4 გოლი გვაქვს გასატანი.

თუ დავალებას თავს ვერ გავართმევთ, მაშინ მოდი დავმარცხდეთ ყველაზე ლამაზ სტილში“.

როგორც ცნობილია, „ბარსამ“ უსმან დემბელე 3-4 კვირით დაკარგა, თუმცა „მერსისაიდელებთან“ შედარებით ესპანელთა დანაკლისი არც ისეთი სერიოზულია.

„ენფილდზე“ სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში ფრანგი შემტევი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც გამოტოვებს. თუ იქამდე მომჯობინება მოასწრო, თავის საუკეთესო ფორმაში რა თქმა უნდა ვერ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები