სიმეონე: ტორესი დღეს გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია
Aa
Aa

სიმეონე: ტორესი დღეს გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია

„სოსიედადთან“ დაპირისპირების შემდეგ მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს გაესაუბრა და სხვა და სხვა თემებთან ერთად კომენტარი ფერნანდო ტორესზეც გააკეთა.

„ტორესი საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. ის გუნდისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია. მოედანზე მისი მოქმედებები მეტოქე მცველების ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს, ამის გამო კი ჩვენს სხვა შემტევებს თავისუფალი სივრცეები უჩნდებათ. ფერნანდო დღეს გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე მაშინ, როდესაც მე მის გვერდით ვთამაშობდი“ - განაცხადა დიეგო სიმეონემ

 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის რანგში სიმეონე „ატლეტიკოს“ ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა. ტორესი კი მადრიდელთა რიგებში 2001-დან 2007 წლამდე ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები