Calciomercato -
Aa
Aa

Calciomercato - "იუვენტუსი" ზაფხულში დიბალას გაყიდის

Calciomercato-ს ინფორმაციით ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კრახის შემდეგ 25 წლის ფეხბურთელის, პაულო დიბალას, გაყიდვას გეგმავს. არგენტინელი ნახევარმცველით ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდია დაინტერესებული. ყველაზე დიდ ინტერესს კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს.

„წითელ ეშმაკებს“ სერიოზული პრობლემები აქვთ და ზაფხულში გუნდის გაძლიერებას გეგმავენ. The Sun-ის ცნობით ოლე გუნარ სულშერის კოლექტივის მთავარი სამიზნე სწორედ დიბალაა. „იუნაიტედი“ მზადაა „იუვენტუსს“ სარფიანი წინადადებით მიმართოს და არგენტინელის სანაცვლოდ სერიოზული თანხები გაიღოს.

“იუვე“ 25 წლის ნახევარმცველის შემცვლელად „ბენფიკას“ ახალგაზრდა სუპერვარსკლავს, ჟოა ფელიშს განიხილავს.

„მანჩესტერის“ გარდა დიბალას შეძენა „ბაიერნს“ უნდა. გერმანელთა ინტერესის მიუხედავად „წითელი ეშმაკები“ დარწმუნებულები არიან, რომ პაულოს დაყოლიებას მოახერხებენ და „ბიანკონერის“ შემტევი გაისად სწორედ „ოცნებათა თეატრში“ იასპარეზებს.

დიბალას მიმდინარე სეზონში თავი არაფრით გამოუჩენია. "ბებერი ქალბატონის" ქომაგები არგენტინელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და გასაკვირი სულაც არაა, რომ ტურინელებმა მისი გასხვისება გადაწყვიტეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები