ბეილი „პრიმერას“ საუკეთესო ბრიტანელია!
Aa
Aa

ბეილი „პრიმერას“ საუკეთესო ბრიტანელია!

მადრიდის „რეალის“ უელსელი ნახევარმცველი, გარეტ ბეილი „პრიმერადივიზიონში“ მოასპარეზე ბრიტანელ ფეხბურთელებს შორის, ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა.

ბეილმა გარი ლინეკერის რეკორდი დაამხო, რომელმაც „ბარსელონას“ რიგებში ჩატარებულ 103 მატჩში 42 გოლი მიითვალა.

„რეალსა“ და „სევილიას“ შორის გამართულ მატჩში(4-0) ერთხელ მეტოქის კარის აღება ბეილმაც მოახერხა, რომლისთვისაც ეს „პრიმერადივიზიონში“ გატანილი 43-ე გოლი გახლავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ უელსელმა ფეხბურთელმა ამ შედეგის ჩვენება 76 მატჩში მოახერხა. შეგახსენებთ, რომ გარეტ ბეილი „რეალის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები