Aa
Aa

შეასრულეთ პირობა! აზარი გაშვებას ითხოვს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით ედენ აზარის წარმომადგენლები ლონდონის „ჩელსის“ მესვეურებს პირობის შესრულებას სთხოვენ. როგორც ირკვევა „არისტოკრატებმა“ შარშან ბელგიელ ფეხბურთელს სიტყვა მისცეს, რომ თუ „სტემფორდ ბრიჯზე“ კიდევ ერთ სეზონს გაატარებდა კლუბიდან უპრობლემოდ გაუშვებდნენ.

აზარის გადაბირებით მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული. ესპანური პრესის ინფორმაციით „სამეფო კლუბმა“ ფეხბურთელისგან თანხმობა უკვე მიიღო და ახლა მხოლოდ „ჩელსის“ დაყოლიებაა საჭირო. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლა თავად ბელგიელსაც სურს და მისმა წარმომადგენლებმა ერთ-ერთ შეხვედრაზე „ჩელსის“ ხელმძღვანელობას მიცემული პირობა სწორედ ამიტომ შეახსენეს.

„ლურჯები“ გავრცელებულ ცნობებს არ უარყოფენ და მზად არიან სათანადო შეთავაზების შემთხვევაში თავის ერთ-ერთ ლიდერს შეელიონ. „რეალი“ თანახმაა 68 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, თუმცა „არისტოკრატებს“ გაცილებით მეტი სურთ და აზარს მხოლოდ 90 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევიან.

The Sun-ის მიხედვით ბელგიელი შემტევი ბოლოდროინდელი მოვლენებით კმაყოფილია და მადრიდში გადასასვლელად სამზადისს უკვე შეუდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები