Aa
Aa

70 მილიონი ლაკაზეტის სანაცვლოდ? "ბარსას" ფრანგი ფორვარდის გადაბირება სურს

კატალონიის „ბარსელონა“ მორიგ მეგა-ტრანსფერს ამზადებს. „ბლაუგრანა“ ზაფხულში ლონდონის „არსენალის“ 27 წლის თავდამსხმელის ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენას შეეცდება. ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და 18 გოლთან ერთად 12 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

Express-ის ცნობით „ბარსა“ ფრანგ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება და „ვალენსიასთან“ დაპირისპირებაზე სკაუტებიც ჰყავდა გაგზავნილი. „ბლაუგრანას“ მესვეურები მზად არიან „მეთოფეების“ ცენტრფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით ლაკაზეტს „ბარსელონაში“ მომუშავე ერიკ აბიდალთან კარგი ურთიერთობა აქვს და კატალონიელები ამ ბერკეტის გამოყენებას აპირებენ. „ბლაუგრანას“ „არსენალისთვის“ ოფიციალური წინადადებით ჯერჯერობით არ მიუმართავს, თუმცა Express-ის ცნობით ესპანელები გეგმავენ მოლაპარაკებებში ანდრე გომესი და სამუელ უმტიტიც ჩართონ, რათა „მეთოფეების“ დაყოლიება მოახერხონ.

ლაკაზეტი ლონდონელთა ღირსებას 2017 წლის ივლისიდან იცავს. ფრანგ ფორვარდს „მეთოფეების“ მაისურით 85 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდების კარის აღება 35-ჯერ მოახერხა. ცოტა ხნის წინ 27 წლის თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად „არსენალში“ მიღწეული წარმატებისა თვლის, რომ შეიძლება ყველაფერი გაცილებით უკეთ ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები