გოდინი მიდის - ურუგვაელი კარიერას
Aa
Aa

გოდინი მიდის - ურუგვაელი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს

მადრიდის "ატლეტიკოს" 33 წლის კაპიტანი დიეგო გოდინი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს და კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

COPE-ს ინფორმაციით, ურუგვაელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და მხარეები მის გაგრძელებას არ აპირებენ.

"ინტერი" გოდინს 3 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ხელფასის სახით იმაზე 35%-ით მეტს გადაუხდის, ვიდრე "ატლეტიკოში" იღებდა.

როგორც ცნობილია გუნდი უკვე დატოვა ლუკას ერნანდესმა, რომელიც "ბაიერნს" შეუერთდა. ჯერჯერობით უცნობია ფელიპე ლუისის ბედი. სეზონის ბოლოს ბრაზილიელი გოდინის მსგავსად თავისუფალი აგენტი ხდება.

ყველას კარგად მოეხსენება ანტუან გრიზმანის საკითხიც. ფრანგი ფორვარდი "ბარსელონაში" გადასვლასთან საკმაოდ ახლოსაა.

ერთადერთი ვისაც "ატლეტიკო" კონტრაქტს გაუხანგრძლივებს ხუანფრანია, რომელსაც კლუბმა წინადადებით უკვე მიმართა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო გოდინი "როხიბლანკოს" ღირსებას 2010 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 387 მატჩში, 27 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები