Aa
Aa

კანელო ალვარესმა დანიელ ჯეიკობსი დაამარცხა და ისტორიის დასაწერად ემზადება!

საშუალო წონით კატეგორიაში მექსიკელმა კანელო ალვარესმა ლას ვეგაში გამართულ ბრძოლაში დანიელ ჯეიკობსი დაამარცხა და თავის WBA-სა და WBC-ს ქამარს ჯეიკობსის IBF დაუმატა.

კანელოს ამჯერად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთი ნაბიჯი აშორებს. ის 4-დან 3 ვერსიით უკვე ჩემპიონია და ისტორიის დასაწერად ემზადება.

ალვარესს ახლა შეუძლია ჩემპიონის ტიტულისთვის დიმიტრი ანდრადესთან ბრძოლაზე ფოკუსირდეს, ან გენადი გოლოვკინს მესამედ შეერკინოს.

აღსანიშნავია, რომ ჯეიკობსი 1 მილიონი დოლარით დაჯარიმდა, რადგან შეთანხმებულზე მეტს იწონიდა და რინგზეც ასე წარსდგა.

საბოლოოდ ჯეიკობსმა კარიერაში მე-3 მარცხი იწვნია.

სამივე მსაჯმა ერთხმად გამარჯვება კანელოს მიაკუთვნა - ორმა მათგანმა 115-113 დააფიქსირა, მესამემ კი 116-112.

ჯეიკობსის დამარცხებამდე ალვარესი WBA-ს საშუალო წონითი კატეგორიის ქამრისთვის ბრძოლაში ბრიტანელ როკი ფილდინგს დაუპირისპირდა და ბრძოლა მე-3 რაუნდში დაასრულა. არბიტრებმა ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირეს.

ალვარესისთვის ეს კარიერაში 52 გამარჯვება გახლდათ. როგორც მოგეხსენებათ, ერთადერთი შემთხვევა სადაც მექსიკელი დამარცხდა 2013 წელი და ფლოიდ მეივეზერი იყო, სადაც კანელომ მხოლოდ ქულებით წააგო.

კანელომ გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: "ეს იყო ის, რასაც ველოდით. ურთულესი ბრძოლა გამოვიდა. მე უბრალოდ ყველაზე დიდ გამოწვევას ვეძებ.

ჩემთვის, ჩვენს შორის უკვე ყველაფერი გარკვეული და დასრულებულია, თუმცა თუ მას სურს კვლავ დავუპირისპირდები და ისევ დავამარცხებ".

ჯეიკობსმა ბრძოლის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი შეცდომა ორთაბრძოლის დაბალ ტემპში დაწყება იყო:

"ის დიდებული ჩემპიონია, მის წინაშე ქედს ვიხრი. ახლა უნდა დავჯდე და ბრძოლის ჩანაწერს ვუყურო.

დიახ, მინდა ვთქვა, რომ ჩემი ბრძოლის საჩვენებლად რამდენიმე რაუნდი დამჭირდა. ეს იყო უდიდესი გამოცდა. მომავალს მოუთმენლად ველი.

ვგრძნობ, რომ გამარჯვებისთვის საკმარისი გავიღე. ბრძოლის ჩანაწერი აუცილებლად უნდა ვნახო".

ცხელი ამბები