Aa
Aa

დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება! ''ბედნიერი ვარ საქართველოსთან ერთად''

UFC-ის მორიგი ორთაბრძოლები ოტავაში გაიმართა. ქართველმა მერაბ დვალიშვილმა მე-4 გამოსვლა წარმატებით დაასრულა. მან კანადელ ბრედ კატონას სძლია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დვალიშვილმა პირველ რაუნდში მეტოქეს აჯობა, კანადელი პარტერში გადაიყვანა და რამდენჯერმე დაარტყა.

ანალოგიურად გაგრძელდა მეორე რაუნდი, პარტერში ქართველის უპირატესობა აშკარა იყო. დვალიშვილი შეტევაზე იყო ორიენტირებული, კანადელი კი ცდილობდა, რომ ქართველს რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა განეხორციელებინა. მეორე რაუნდი დვალიშვილმა გდებით დაასრულა.

მესამე რაუნდში ვითარება არ შეცვლილა, დვალიშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა UFC-ში მეორე ბრძოლა მოიგო.

გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ მარცხის შემთხვევაში UFC-ის დატოვება მოუწევდა:''ზედიზედ მეორედ გამარჯვების მოპოვება შესანიშნავი გრძნობაა, თუმცა შეხვედრა საკმაოდ რთული გამოვიდა.მარცხის შემთხვევაში UFC-ის დატოვება მომიწევდა, თუმცა მოვახერხე გამარჯვება. დღეს გამარჯვებული ვარ და გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მათთან ერთად ვშრომობ. აქ თქვენი დამსახურებით ვარ. ბედნიერი ვარ ჩემს სამშობლოსთან ერთად, საქართველო საუკეთესო ქვეყანაა!''

ასევე იხილეთ - სრული ბრძოლა

ცხელი ამბები