ოღონდ წავიდეს და...
Aa
Aa

ოღონდ წავიდეს და... "მანჩესტერი" სანჩესს 13 მილიონს უხდის და ემშვიდობება

ალექსის სანჩესის „შენახვა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ საკმაოდ ძვირი უჯდება. ჩილელი ფეხბურთელი მოედანზე ვერაფერს აკეთებს და კვირაში მას ხელფასის სახით 500 ათასი ფუნტი ერიცხება, რაც კოლოსალური თანხაა.

სანჩესი „არსენალში“ და სანჩესი „მანჩესტერში“ ორი სხვადასხვა ფეხბურთელია.

Daily Mail-ის ინფორმაციით, „მანკუნიანელებს“ ჩილელის მოშორება სურთ და მას ამისთვის კომპენსაციის სახით 13 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.

ოლე გუნარ სულშერი ახალი გუნდის შექმნას ცდილობს და ზედმეტი მოთამაშეების თავიდან მოშორებას იწყებს.

30 წლის სანჩესს უდიდესი ალბათობით ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს და თუ გავითვალისწინებთ მის სახელფასო „მადას“, ჩილელს ამის გაკეთება გაუჭირდება.

ნებისმიერ შემთხვევაში ალექსისს ნაკლებ ხელფასზე დათანხმება მოუწევს, რადგან „იუნაიტედში“ ყოფნის დროს მისი თამაში ისეთი ეფექტური ვეღარ არის, როგორიც „არსენალში“ იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ 2018 წელს გადაბარგდა. „წითელი ეშმაკების“ მაისურით სანჩესის ანგარიშზე 44 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები