ვასილი უტკინი:
Aa
Aa

ვასილი უტკინი: "ღმერთმა ბევრი რამ თქვა და რამდენიმე სასწაული მოახდინა, მესი კი..."

ცნობილი რუსი კომენტატორი ვასილი უტკინი „ბარსელონასა“ და „ლივერპულის“ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის სტილშია და საკმაოდ ხმამაღალიც გახლავთ.

არა, რა თქმა უნდა მესი ღმერთი არ არის. ღმერთი არასდროს იღიმის, მესი კი ზოგჯერ იღიმება. ღმერთი სიკვდილის შემდეგ ბედნიერებას გვპირდება, მესი კი ადამიანებს ახლა აბედნიერებს, ყოველგვარი დაპირებების გარეშე.

ღმერთი ორი ათასი წლის წინ დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა, მესი კი კვირაში ერთხელ და ზოგჯერ უფრო ხშირადაც ბრუნდება.

ღმერთი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა, მესი კი 33 წლის შემდეგაც იქნება.

მესის რწმენის გამო ჯერ არცერთი ომი არ მომხდარა. ყველას შეუძლია ის თავისებურად იწამოს, ან არ იწამოს და ამის გამო მას არაფერი მოუვა. ღმერთი კი ამას არ გაპატიებს.

ღმერთმა ბევრი რამ თქვა და რამდენიმე სასწაული მოახდინა, მესი კი საერთოდ არ ლაპარაკობს, სასწაულებს კი უთვალავს სჩადის.

მესის მიმდევრები გაცილებით მეტნი არიან. ღმერთი ყველგან არის, მესი კი მხოლოდ „ბარსელონაში“, თუმცა მისი პოვნა ადვილია.

ღმერთი არ არსებობს, მესი კი არსებობს“.

როგორც მოგეხსენებათ, უტკინისგან მსგავში სტილის პოსტები თუ კომენტარები უცხო არ არის.

ზემოხსენებულ პოსტს ინტერნეტსივრცეში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები