ზარანდიას ბრწყინვალე სტატისტიკა და სახალისო დიალოგი
Aa
Aa

ზარანდიას ბრწყინვალე სტატისტიკა და სახალისო დიალოგი

პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ზარანდიამ შეასრულა. გდინიას ''არკას'' 23 წლის შემტევმა 131 წარმატებული დრიბლინი განახორციელა.

ზარანდიამ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა.

დღეს, 3 მაისს პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში პლოცკის ''ვისლა'' გდინიას ''არკას'' უმასპინძლებს. მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი მერებაშვილი ასპარეზობს, ''არკაში'' კი - ზარანდია. ასე რომ ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება შედგება. აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა twitter-ზე სახალისო ვიდეო გამოქვეყნა.

ზარანდია: ''მათი კითხვაა თუ ვინ არის საუკეთესო ქართველი დრიბლიორი ექსტრაკლასაში.''

მერებაშვილი:''ჩემი აზრით ლუკა ზარანდია.''

ზარანდია: ''მეც იგივე ვთქვი, იდეალური პასუხია. ორივეს ერთი ქულა გვაქვს. შევხვდებით ეროვნულ ნაკრებში.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები