MARCA -
Aa
Aa

MARCA - "რეალი" აზარის ტრანსფერს 12 მაისს დაადასტურებს, თუ...

გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA-ს ცნობით „რეალსა“ და „ჩელსის“ შორის ედენ აზარის ტრანსფერის თაობაზე გამართული მოლაპარაკებები დასრულებულია და „სამეფო კლუბი“ ბელგიელი ფეხბურთელის შეძენას უახლოეს პერიოდში დაადასტურებს.

მადრიდელებმა „ლურჯების“ დაყოლიება მოახერხეს, მაგრამ ინფორმაციის გასაჯაროვებას ერიდებიან. MARCA-ს მიხედვით ყველაფერი 12 მაისს გაოფიციალურდება. როგორც ირკვევა „რეალს“ არ სურს „არისტოკრატების“ რიგებში არეულობა გამოიწვიოს და აზარის ტრანსფერის დადასტურებას ამიტომ აჭიანურებს.

ესპანური ტაბლოიდის თქმით ლონდონში შიშობენ, რომ ბელგიელის გასხვისების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა „ჩელსის“ ფეხბურთელებზე უარყოფითი გავლენა იქონიოს და „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრები 12 მაისს ზუსტად ამიტომ ელოდებიან.

„ლურჯები“ პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შეხვედრას სწორედ ამ დღეს გამართავენ. თუმცა თუ მაურიციო სარის ბიჭებმა ევროპა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხეს, მადრიდელები აზარის ტრანსფერს მოგვიანებით დაადასტურებენ. „ნისლიან ალბიონზე“ სავარაუდო თარიღად 19 ან 30 მაისს ასახელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები