Aa
Aa

არგენტინელის ხრიკები! მესიმ ჯარიმის შესრულებისას ბურთი 4 მეტრით წინ წასწია

ლიონელ მესიმ „ლივერპულთან“ მატჩში საფეხბურთო სამყარო შოკში კიდევ ერთხელ ჩააგდო. „ლა პულგამ“ „მერსისაიდელთა“ ქომაგები ორჯერ დაამწუხრა. განსაკუთრებით ეფექტური მეორე გოლი გამოდგა, რომელიც მან ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაიტანა. თუმცა გავლენიანმა გამოცემა Fox Sports-მა არგენტინელი გამოიჭირა!

შეხვედრის 82-ე წუთზე, როცა „ბარსელონა“ მესის და სუარესის გოლების წყალობით 2-0-ს იგებდა, ლეო ფაბინიომ წააქცია. ჯარიმის შესრულება საკუთარ თავზე „ლა პულგამ“ აიღო და მომენტით იდეალურად ისარგებლა. მაშინ, როცა სუარესი მსაჯს ეკამათებოდა, არგენტინელმა ბურთი კონტაქტის ადგილიდან დაახლოებით ოთხი მეტრით წინ წასწია.

მესის გენიალურ დარტყმას არ ვაკნინებთ, მაგრამ ყველაფერი წესების მიხედვით რომ განვითარებულიყო არავინ იცის რა მოხდებოდა. ახლა კი „ლივერპული“ სასწაულის იმედადაა. „ბარსელონასთან“ სამბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ურთულესი დავალებაა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდის ჩამოწერა ნამდვილად არ შეიძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები