ვან დეიკი:
Aa
Aa

ვან დეიკი: "ბედნიერი ვარ, რომ ყოველ სეზონში მესის წინააღმდეგ თამაში არ მიწევს"

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ვირჯილ ვან დეიკმა „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ჰოლანდიელმა უკანახაზელმა ძირითადად მესიზე ისაუბრა და მას მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე კიდევ ერთხელ უწოდა.

„აშკარაა, მესი საოცარი მოთამაშეა. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც ჩვენ ვუტევდით ის სადღაც იმალებოდა. მოედნის კუთხეში კუთხურის ხაზთან ან სადმე. ამიტომ მის წინააღმდეგ გამუდმებით ორგანიზებული დაცვის თამაში იყო საჭირო.

ვიცოდით, რომ მსგავსი სცენარის განვითარება შესაძლებელი იყო. არ უნდა გაგვერისკა და მარცხენა ფლანგი არ უნდა გაგვეხსნა.

როცა ბურთს ვკარგავდით „ბარსას“ ფეხბურთელები იმწამსვე მესის ეძებდნენ და ჩვენთვის პრობლემების შექმნაც აქედან იწყებოდა.

ვფიქრობ, მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. ასევე, მას შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მსგავსი დიდი ტურნირის ბედი გადაწყვიტოს.

მის შესაჩერებლად არ არსებობს რაიმე რეცეპტი. ბედნიერი ვარ, რომ ესპანეთში არ ვთამაშობ და ყოველ სეზონში მესის წინააღმდეგ თამაში არ მიწევს.

მან ორი გოლი გაგვიტანა და მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ“.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 7 მაისს „ენფილდზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები