ბალოტელი:
Aa
Aa

ბალოტელი: "მესი რონალდუს აღარ შეადაროთ"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ლიონელ მესის ბენეფისად იქცა. არგენტინელმა სუპერვარსკლავმა დუბლი გაიფორმა და საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. მესიმ „ბლაუგრანას“ მაისურით მეექვსასე გოლი შეაგდო, თან რა გოლი!

„ბარსელონასა“ და „ლივერპულის“ ჯახს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრის აზრით „მერსისაიდელებთან“ დაპირისპირებაში ლეომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას და გამონაკლისი არც კრიშტიანუ რონალდუა.

ამ მოსაზრებას „მარსელის“ თავდამსხმელი, მარიო ბალოტელიც, იზიარებს. იტალიელმა მატჩის შემდეგ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ფეხბურთი თუ გიყვართ გთხოვთ მესი „იუვენტუსის“ რიგებში 7 ნომრით მოასპარეზე ფეხბურთელს აღარ შეადაროთ“.

როგორც იცით კრიშტიანუმ საკლუბო დონეზე თავისი მეექვსასე გოლი გასულ უქმეებზე გაიტანა. პორტუგალიელს არც მესი ჩამორჩა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ლეოს 48 გოლი აქვს გატანილი, რონალდუმ კი მეტოქე გუნდების კარის აღება 27-ჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები