ყველაფერი კარგადაა - ჯეიმს ჰარდენს მესამე შეხვედრაში პრობლემები არ ექნება!
Aa
Aa

ყველაფერი კარგადაა - ჯეიმს ჰარდენს მესამე შეხვედრაში პრობლემები არ ექნება!

„ჰიუსტონ როქეთსის“ სუპერვარსკლავმა, ჯეიმს ჰარდენმა, „გოლდენ სტეიტთან“ გამართულ დაპირისპირებაში თვალი დაიზიანა და რამდენიმე წუთით პარკეტის დატოვება მოუწია. მატჩის შემდეგ ტექსასელთა მსროლელმა მცველმა განაცხადა, რომ პრობლემა საკმაოდ სერიოზული იყო და პარკეტზე დაბრუნების შემდეგ ფაქტობრივად ვერაფერს ხედავდა.

ESPN-ის ინფორმაციით ჰიუსტონში ჩაფრენისთანავე ჰარდენი თვალის ექიმს ესტუმრა და საჭირო გამოკვლევები ჩაიტარა. დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა შეიძლება, თუმცა „როქეთსის“ წარმომადგენლები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ფიქრობენ, რომ რიგით მესამე შეხვედრაში ჰარდენს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნება.

29 წლის კალათბურთელი მიმდინარე პლეიოფში შესანიშნავად გამოიყურება. ჰარდენი საშუალოდ 29 ქულას, 6.4 მოხსნას და 7.1 გადაცემას აგროვებს. ჯეიმსის კარგი თამაშის მიუხედავად მაიკ დენტონის შეგირდებმა ოკლენდში ორივე შეხვედრა წააგეს და ახლა ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვთ. „როქეთსი“ მოქმედ ჩემპიონს საკუთარ კედლებში 5 მაისს მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 4:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები