მინო რაიოლას სურს დე ლიხტი
Aa
Aa

მინო რაიოლას სურს დე ლიხტი "მანჩესტერში" წავიდეს

„აიაქსის“ 19 წლის ცენტრალური მცველი, მატიის დე ლიხტი, ჩინებულ სეზონს ატარებს და მისი გადაბირებით ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდია დაინტერესებული. ცოტა ხნის წინ ჰოლანდიურმა გაზეთებმა დაწერეს, რომ დე ლიხტი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებდა, თუმცა ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა.

„ბლაუგრანა“ 19 წლის უკანახაზელისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია. კატალონიელებმა ფრენკი დე იონგი უკვე გაიფორმეს და დე ლიხტს თანაგუნდელის მხარდამხარ თამაშის პერსპექტივა ძალიან ხიბლავს. თუმცა „აიაქსის“ კაპიტანის აგენტს, მინო რაიოლას, სურს მატიისმა კარიერა „მანჩესტერში“, „იუვენტუსში“ ან „ბაიერნში“ განაგრძოს.

Mundo Deportivo-ს ცნობით რაიოლას „წითელი ეშმაკების“ წარმომადგენლებთან კარგი ურთიერთობა აქვს და დარწმუნებულია, რომ მანჩესტერელები მის კლიენტს გაცილებით მეტს გადაუხდიან. „იუვენტუსის“ და „ბაიერნის“ შემთხვევაშიც იგივე ხდება, თუმცა რაიოლა პრიორიტეტს მაინც „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებს ანიჭებს.

„ბარსელონამ“ დე იონგი 65 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა და სავარაუდოდ დე ლიხტის მსურველ კლუბსაც დაახლოებით იგივე თანხის გაღება მოუწევს. 19 წლის ჰოლანდიელი მცველი „აიაქსის“ უდავო ლიდერია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამსტერდამელები მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებენ და „ტოტენჰემის“ სტუმრად დამარცხების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები