რემზი
Aa
Aa

რემზი "არსენალის" გულშემატკივრებს დაემშვიდობა

უელსელი შემტევის, აარონ რემზის ლონდონური კარიერა ოფიციალურად დასრულდა. 28 წლის ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, რომელიც სერიოზული აღმოჩნდა. რემზის იმედი ჰქონდა, რომ „არსენალის“ მაისურს კიდევ მოირგებდა, თუმცა ევროპა ლიგის შეხვედრის წინ „მეთოფეების“ თავკაცმა, უნაი ემერიმ, დაადასტურა რომ უელსელი მიმდინარე სეზონში გუნდს ვერ დაეხმარება.

ესპანელი სპეციალისტის განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ რემზიმ სოციალურ ქსელებში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და ლონდონელთა გულშემატკივრებს დაემშვიდობა: „ძალიან ვწუხვარ, რომ „ნაპოლისთან“ დაპირისპირება ჩემთვის „არსენალის“ მაისურით ჩატარებული ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა. სამწუხაროდ ტრავმა მივიღე და დარჩენილ მატჩებში გუნდს ვერ დავეხმარები“.

„იმედგაცრუებული ვარ მოედანზე გასვლას და „არსენალისთვის“ მაქსიმუმის გაკეთებას, რომ ვერ ვახერხებ. სამწუხაროდ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, თუმცა მინდა მეთოფეების“ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო“.

„ბოლო 11 წლის განმავლობაში როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, ბევრი რამ მოხდა. „არსენალში“ მოსვლისას ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი. ახლა კი გუნდს ვტოვებ, როგორც კაცი, რომელიც დაოჯახებულია, სამი შვილის მამაა და სიამაყითა და ბედნიერი მოგონებებითაა აღსავსე“.

„მომდევნო უქმეები ჩემთვის ძალიან ემოციური იქნება, რადგან საშინაო კედლებში ბოლოჯერ გამოვალ. ამ დღეს თქვენ ნახვას მოუთმენლად ველი და მადლობას მთელი გულით გიხდით“.

„არსენალი“ აარონ რემზის და პეტრ ჩეხის სათანადოდ გაცილებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით „მეთოფეები“ აპირებენ ფეხბურთელებს საპატიო კორიდორი მოუწყონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები