Aa
Aa

"მაპატიე, ლებრონ, მაგრამ..." "ბარსელონა" "ლივერპულის" შემდეგ ფაჩულიამ ჯეიმსს დასცინა

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასა" და "ლივერპულს" შორის "კამპ ნოუზე" გამართული პირველი ნახევარფინალური მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში "დეტროიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ლებრონ ჯეიმსს დასცინა.

"მაპატიე, ლებრონ, მაგრამ ბარსელონა ლივერპულისთვის ზედმეტად კარგია". - დაწერა ზაზამ.

როგორც მოგეხსენებათ ფაჩულია "ბარსას" დიდი ქომაგია და თავისუფალი დროის ქონის შემთხვევაში მნიშვნელოვან მატჩებსაც ესწრება ხოლმე.

2016 წელს კი ლეო მესიმ ზაზას სამახსოვროდ თავისი მაისური გაუგზავნა, რომელსაც თან ხელმოწერაც ახლდა.

რაც შეეხება ლებრონს, "მეფე" "ლივერპულის" აქციათა ნაწილის მფლობელი გახლავთ. ჯეიმსმა 2011 წელს "წითლების" აქციების 2% 6.5 მილიონ დოლარად შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "ბარსელონას" განმეორებითი ნახევარფინალური ჯახი 7 მაისს "ენფილდზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები