მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "მესი ყველა დროის ყველაზე განსაკუთრებული მოთამაშეა"

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ RT-სთან "ბარსელონასა" და "ლივერპულის" ნახევარფინალურ წყვილზე ისაუბრა.

მოურინიომ მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და "მერსისაიდელთა" პლუსებზეც ისაუბრა.

"მოდი ასე ვიტყვი, "ბარსას" მესის გარეშე - ასეთ შემთხვევაში ფავორიტი "ლივერპული" იქნებოდა, თუმცა მათ ჰყავთ მესი და მესი მესია.

მე გასულ კვირას არ მითქვამს, რომ მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია. არა, ის ყველა დროის ყველაზე განსაკუთრებული მოთამაშეა.

რაც შეეხება "ლივერპულს", მათ მანე-სალაჰი-ფირმინოს ტრიო ჰყავთ და ისინი გოლებს გამუდმებით იტანენ. დამისახელეთ თამაში, სადაც ხსენებული ტრიოდან ერთ-ერთმა მაინც არ გაიტანა.

ვან დაიკი ძლიერი მცველია, ფიზიკურადაც და მენტალურადაც. ეს ყველაფერი ამ გუნდს ერთ-ერთ ფავორიტად აქცევს. მათ გასულ სეზონში ფინალი ითამაშეს, ახლა კი ნახევარფინალში არიან. ამის გათვალისწინებით ვიტყვი, რომ მათი მადრიდში მოხვედრის შანსი 50%-ის ტოლია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები