ბაზას ვერ დატოვებთ! გატუზომ ფეხბურთელები 5 დღით გამოკეტა
Aa
Aa

ბაზას ვერ დატოვებთ! გატუზომ ფეხბურთელები 5 დღით გამოკეტა

"მილანში" სიტუაცია დღითიდღე მძიმდება. "როსონერიმ" "ტორნიოსთან" მარცხის შემდეგ მე-4 ადგილი დაკარგა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა სათუო გაიხადა.

Sky Sport Italia-ს ცნობით, "ბოლონიასთან" მატჩის წინ ჯენარო გატუზომ ფეხბურთელებს ბაზიდან გასვლა აუკრძალა და 5 დღით გამოკეტა.

წყაროს ინფორმაციით ამის მიზეზი ბაკაიოკოს უდისციპლინობა იყო. ტიემუმ ვარჯიშზე 1 საათით დააგვიანა, რამაც გატუზო გააბრაზა.

ბუნებრივია მსგავსმა სასჯელმა გუნდში უკმაყოფილება გამოიწვია და ფეხბურთელებმა ეს გააპროტესტეს, თუმცა "რინო" შეუვალი აღმოჩნდა და მოთამაშეები 5 დღის განმავლობაში ბაზას ვერ დატოვებენ.

"მილანი" ამჟამად საშინელ ფორმაში იმყოფება. ბოლო 7 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო და შედეგად უკვე მე-7 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" "ბოლონიას" ორშაბათს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები