ბერლუსკონის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
Aa
Aa

ბერლუსკონის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

იტალიური "მილანის" ყოფილი მფლობელი, სილვიო ბერლუსკონი, გუშინ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც აპენინური პრესა წერდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჰოსპიტალიზების მიზეზი მუცლის ტკივილი გახლდათ.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ბერლუსკონის ნაწლავების ბლოკირება დაემართა, რის გამოც ოპერაციის გაკეთების აუცილებლობა გახდა. ქირურგიული ჩარევა დღეს დილით ჩატარდა და წარმატებით დასრულდა.

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა და წარმატებით დასრულდა. გმადლობთ გამოხატული მხარდაჭერისათვის და იმ უამრავი მესიჯისთვის, რომელიც ამ პერიოდში მივიღე. საარჩევნო პროცესში დასაბრუნებლად მზად ვარ". - წერია ბერლუსკონის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

პოლიტიკური საქმიანობის გარდა, სილვიო ბერლუსკონი საფეხბურთო კლუბ "მონცას" ფლობს, რომელიც გასულ წელს შეიძინა და ადრიანო გალიანისთან ერთად მართავს. "მონცა" იტალიის სერია C ლიგის B ჯგუფში ასპარეზობს და 37 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა.

82 წლის ბერლუსკონი "მილანის" ისტორიაში ყველაზე წარმატებული მმართველია, იგი "როსონერის" პრეზიდენტის პოსტზე 1986-2017 წლებში გვევლინებოდა, რა დროშიც "შავ-წითლებმა" 30 ტიტულის მოგება შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები