AS - ერიქსენმა „რეალს“ სიტყვიერი თანხმობა მისცა
Aa
Aa

AS - ერიქსენმა „რეალს“ სიტყვიერი თანხმობა მისცა

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით „ტოტენჰემის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კრისტიან ერიქსენმა მადრიდის „რეალს“ სიტყვიერი თანხმობა მისცა და მზადაა კარიერა „სამეფო კლუბში“ გააგრძელოს.

„ლოს ბლანკოსი“ ერიქსენის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას შეეცდება. AS-ის მიხედვით „რეალს“ დანიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით 130 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

მადრიდელებმა ნახევარი საქმე უკვე გააკეთეს და ფეხბურთელი დაიყოლიეს. ახლა მხოლოდ „ტოტენჰემისგან“ თანხმობის მიღებაა საჭირო, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. „სამეფო კლუბს“ „დეზებთან“ კარგი ისტორია აკავშირებს, ბეილის და მოდრიჩის ტრანსფერები ყველას კარგად გვახსოვს, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა.

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციით დენიელ ლევი, „ლოს ბლანკოსის“ მიმართ უარყოფითადაა განწყობილი. ლონდონელთა პრეზიდენტი „რეალის“ წარმომადგენლების ქმედებამ გააღიზიანა. სანტიაგო სოლარის გუნდიდან გაშვების შემდეგ მადრიდელებმა მაურისიო პოჩეტინოსთან მოლაპარაკებები გუნდს ზურგს უკან წამოიწყეს, რამაც ლევის უკმაყოფილება გამოიწვია. ასე რომ „სამეფო კლუბს“ „ტოტენჰემის“ დაყოლიება ძალიან გაუჭირდება, თუმცა მადრიდელები ერიქსენის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები