Aa
Aa

საზარელი ინციდენტი ბოლივიაში! სტუმარი გუნდის ქომაგებმა მეკარეს პიროტექნიკური ნაკეთობები დაუშინეს

ბოლივიის უმაღლეს დივიზიონში გამართული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „სტრონგესტი“ და „ვისტერმანი“ დაუპირისპირდნენ ნაადრევად დასრულდა. ამის მიზეზი სტუმარი გუნდის ქომაგების ქმედებები გახლდათ.

„ვისტერმანის“ გულშემატკივრებმა „სტრონგესტის“ გოლკიპერის, დანიელ ვაკას, მისამართით 6-ზე მეტი „ასაფეთქებელი“ ისროლეს. ინციდენტის შედეგად 40 წლის მეკარე შეუძლოდ შეიქმნა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ექიმების თქმით ვაკას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის შემდეგ მოედანზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ და შეხვედრის მთავარი არბიტრი, დილიო როდრიგესი იძულებული შეიქმნა მატჩის დასრულების გადაწყვეტილება მიეღო. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციის წარმომადგენლებმა „ვისტერმანის“ ორი გულშემატკივარი დააკავეს.

დანიელ ვაკა „სტრონგესტის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს და გუნდის მაისური 161 შეხვედრაში მოირგო. მანამდე ის „ვისტერმანის“ რიგებში ასპარეზობდა და სტუმართა გულშემატკივრებმა აგრესიულ ქმედებებს სწორედ ამიტომ მიმართეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები