Aa
Aa

"მილუოკიმ" სერიაში ანგარიში გაათანაბრა და რეკორდიც დაამყარა

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა „ბოსტონ სელტიქსმა“ დამაჯერებლად მოიგო. მეორე მატჩში კი ყველაფერი განსხვავებული სცენარით წარიმართა. იანის ანტეტოკოუნმპოს „მილუოკიმ“ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ბრედ სტივენსის შეგირდებს 123 -ით 102 სძლია.

“ბაქსმა“ წარმატებას კარგად ჩატარებული მესამე მეოთხედის ხარჯზე მიაღწია. ამ პერიოდში „ხარირმებმა“ მეტოქეზე 21-ით მეტი ქულა ჩააგდეს და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

„ბოსტონთან“ დაპირისპირება მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდისთვის ისტორიული გამოდგა. „მილუოკიმ“ არსებობის განმავლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და პლეიოფში 20 სამქულიანი პირველად ჩააგდო.

„ბაქსის“ რიგებში პერიმეტრიდან ყველაზე შედეგიანი კრის მიდლტონი გახლდათ, რომელმაც კალათში 7 სამიანი მოათავსა. ერიკ ბლედსოუ და ბრუკ ლოპესი 3-3 სამქულიანს დასჯერდნენ. იანის ანტეტოკოუნმპოს და ჯორჯ ჰილმა კი 2-2 სამიანი გაიფორმეს.

მილუოკიში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ სერია ბოსტონში გადაინაცვლებს. „სელტიქსი“ საკუთარ კედლებში ტრადიციულად კარგად გამოიყურება და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება. „კელტები“ საშინაო არენაზე „ბაქსის“ წინააღმდეგ პირველ შეხვედრას 4 აპრილს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები