ფინალი ჩაკვეტაძის გარეშე:''მისი ტრავმა მოსალოდნელზე მძიმეა''
Aa
Aa

ფინალი ჩაკვეტაძის გარეშე:''მისი ტრავმა მოსალოდნელზე მძიმეა''

გასულ კვირაში CrystalSport-ის გავრცელებული ინფორმაცია გამართლდა, 19 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის თასის ფინალს გამოტოვებს. ქართველი ფეხბურთელის თაობაზე ''გენტის'' მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იეს ტორუპი: ''გასული ზამთრიდან მოყოლებული ვცდილობდით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე კარგად მოგვემზადებინა და მისი სათამაშო დრო ეტაპობრივად გაგვეზარდა. ''ანდერლეხტთან'' შეხვედრაში მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს. ტრავმა იმაზე ბევრად მძიმეა, ვიდრე გვეგონა.''

მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში ქართველმა ფეხბურთელმა ''გენტის'' 9 მატჩი გამოტოვა, თუმცა გუნდს ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა პირველ მაისს ელის, როცა ბელგიის თასის ფინალში ''გენტი'' ''მეხელენს'' შეხვდება. ფინალური მატჩი თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის თასის მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ 4 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. 

ფინალისწინა ვარჯიშში ''გენტის'' ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ მონაწილეობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქვილითაიამ ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში ''გენკის'' წინააღმდეგ სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა. 25 წლის თავდამსხმელმა ბელგიის ჩემპიონატში მე-8 მატჩი ჩაატარა და სასტარტოში პირველად მოხვდა.

ფოტო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები