ჩილაჩავას მორიგი ლელო
Aa
Aa

ჩილაჩავას მორიგი ლელო

საფრანგეთის TOP-14-ის  23-ე ტურში ქართველმა მორაგბემ ლევან ჩილაჩავამ ლელო დადო.

ეროვნული ნაკრების პირველ ხაზელის კლუბმა"მონპელიემ" შინ აუტსაიდერი "გრენობლი" ანგარიშით 47:12 დაამარცხა.

ლევან ჩილაჩავამ კი ლელო 47-ე წუთზე მიითვალა.

 აღსანიშნავია , რომ "მონპელიეს" რიგებში კონსტანინე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილსა და გელა აფრასიძეს არ უთამაშიათ, ასევე მატჩში მონაწილეობა "გრენობლის" ქართველმა მორაგბეებმაც  დავით ქუბრიაშვილმა,  ლექსო ყაულაშვილმა და ბექა გიგაშვილმა ვერ მიიღეს.

"მონპელიე" 57 ქულით TOP 14-ის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება , ხოლო "გრენობლი" 28 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

 

ცხელი ამბები