დე ხეამ თანაგუნდელებს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა! ამჯერად პირველი ტაიმის შემდეგ...
Aa
Aa

დე ხეამ თანაგუნდელებს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა! ამჯერად პირველი ტაიმის შემდეგ...

The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად „მანჩესტერ იუნაიტედის“ გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ, თანაგუნდელებს ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა. ამჯერად საქმე ლონდონის „ჩელსისთან“ დაშვებულ შეცდომას ეხება. ესპანელმა კიპერმა რუდიგერის დარტყმა ცუდად მოიგერია და მარკოს ალონსოს გოლის გატანის საშუალება მისცა.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის მიხედვით დე ხეამ პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში თანაგუნდელებს სიტყვით მიმართა. The Sun ანონიმურ წყაროს განცხადებასაც აქვეყნებს: „დე ხეამ პირველი ნახევრის შემდეგ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. დავიდი ვერ იჯერებდა ასეთი შეცდომა რომ დაუშვა და შეძრწუნებული იყო. მას ისეთი შეგრძნობა ჰქონდა თითქოს გუნდი და მთავარი მწვრთნელი დააღალატა“.

„სულშერმა ესპანელი დაამშვიდა და ურჩია მეორე ტაიმისთვის მომზადებულიყო. ოლე გუნარის მიდგომამ გაამართლა. მეორე ნახევარში დავიდმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია“.

„მატჩის შემდეგ დე ხეა საკუთარ თავზე გაბრაზებული იყო. მან სწრაფად ჩაიცვა და სახლისკენ გაემართა“.

"მანჩესტერს" „არისტოკრატებთან“ მოპოვებული ქულის შემდეგ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი ფაქტობრივად აღარ დარჩა. „წითელი ეშმაკები“ 65 ქულით სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებენ და დარჩენილ ორ ტურში სამქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ურთულესი ამოცანა იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები