ერთა ჩემპიონატის წილისყრის შედეგები ცნობილია
Aa
Aa

ერთა ჩემპიონატის წილისყრის შედეგები ცნობილია

ბაზელში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატის წილისყრა შედგა.

საქართველოს ნაკრები  B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად  ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა და ნიგერია ეყოლება.

ტურნირი 8-16 ივნისს  თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

A ჯგუფში მოხვდნენ ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი.

ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებითვის ითამაშებენ. 

ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეიოფის საგზურს.

IHF ერთა ჩემპიონატი მესამედ ტარდება .

წინა ორი გათამაშება, 2015 წელს კოსოვოში და 2017 წელს ბულგარეთში, ფარერის კუნძულების ნაკრებმა მოიგო.

ცხელი ამბები