Aa
Aa

ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია?

WBO-ს, WBA-ის, და IBF-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელი ენტონი ჯოშუა 2 ივნისს „მედისონ სქუეარ გარდენში“ უდიდესი ალბათობით ენდი რუის ჯუნიორს დაუპირისპირდება. აღნიშნული ინფორმაცია ამ უკანასკნელის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი თქმით მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

ჯოშუას წესითა და რიგით ა.შ.შ-ში სადებიუტო შეხვედრა ჯარელ მილერის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა ამ უკანასკნელს სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და მოკრივის ლიცენზია შეუჩერეს.

რაც შეეხება რუისს, მას კარიერის განმავლობაში 33 ორთაბრძოლა აქვს გამართული. ენდიმ წარმატებას 32-ჯერ მიაღწია და რინგი წაგებულის რანგში მხოლოდ ერთხელ დატოვა, როცა WBO-ს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ჯოზეფ პარკერთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

რუისის გარდა ჯოშუას მომდევნო ოპონენტად მაიკლ ჰანტერის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ დაუმარცხებელი „ეიჯეი“ 2 ივნისს ენდი რუის ჯუნიორს შეერკინება.

ბუკმეიკერები აშკარა ფავორიტად ჯოშუას მიიჩნევენ და დარწმუნებულები არიან, რომ ბრიტანულ-ამერიკული ჯახი ენტონის ჯოშუას სრული დომინაციით წარიმართება.

ცხელი ამბები