Aa
Aa

"ტორონტომ" ისტორია დაწერა მაგრამ მაინც წააგო

გამთენიისას ჯოელ ემბიდის „ფილადელფიამ“ საშინაო კედლების უპირატესობა მოიპოვა და სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი, „ტორონტო რეპტორსი“ დაამარცხა.

„სიქსერსის“ კალათბურთელებმა საშინლად იასპარეზეს, თუმცა როგორღაც სასურველი შედეგის დაფიქსირება მოახერხეს. ბრეტ ბრაუნის ბიჭებმა პარკეტიდან ნასროლი ბურთების 39.5 პროცენტი ჩააგდეს, ბურთი 19-ჯერ დაკარგეს და ჯამში 94 ქულა დააგროვეს, მაგრამ წარმატებას მაინც მიაღწიეს.

„ფილადელფიას“ ტრიუმფში ლომის წვლილი „ტორონტოს“ მოთამაშეებს მიუძღვით. კავაი ლეონარდის, პასკალ სიაკამის და კაილ ლოურის გარდა თავი „რეპტორსის“ არცერთ კალათბურთელს არ გამოუჩენია. კანადელებმა 89 ქულა მიითვალეს და 76 სწორედ აღნიშნული ტრიოს ანგარიშზეა.

განცდილი მარცხის მიუხედავად „ტორონტო“ NBA-ის  ისტორიაში შევიდა. „რეპტორსი“ ბოლო 35 წლის განმავლობაში მეხუთე გუნდი გახდა, რომელმაც მოწინააღმდეგეს 100 ქულიანი ნიშნულის გადალახვის საშუალება პლეიოფის მიჯრით 6 შეხვედრაში არ მისცა. მსგავსი რამ აქამდე „ნიუ ჯერსი ნეთსს“, „ნიუ იორკ ნიქსს“, „სან ანტონიო სპურსს“ და „ბოსტონ სელტიქსს“ ჰქონდათ გაკეთებული.

კავაი ლეონარდსა და კომპანიას სიტუაციის გამოსწორების შანსი 3 მაისს მიეცემა. „ფილადელფიასა“ და „ტორონტოს“ შორის გასამართი რიგით მესამე მატჩი თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები