სრული დომინირება -
Aa
Aa

სრული დომინირება - "ბარსა" ესპანეთის ჩემპიონია!

ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე "ბარსელონამ" ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა!

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა "კამპ ნოუზე" "ლევანტეს" მესის გოლის წყალობით 1:0 სძლია და ისტორიაში 26-ე ლა ლიგა მოიგო.

"ბარსა" ესპანეთში დომინირებას განაგრძობს. კატალონიელებმა ბოლო 11 წლის განმავლობაში ჩემპიონობა მერვედ იზეიმეს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

უნდა აღინიშნოს, რომ გუნდში ერნესტო ვალვერდეს მოსვლის დღიდან "ბლაუგრანა" ლა ლიგას ძალიან მარტივად იგებს.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" სატურნირო ცხრილს სათავეში 34 ტურის განმავლობაში ედგა!

მესი ჩემპიონობას შვილებთან ერთად აღნიშნავს

თუ გავითვალისწინებთ ვალვერდეს გასულ სეზონსაც, გუნდი ლა ლიგას სათავეში უკვე 70 კვირის განმავლობაში უდგას, რაც უდაოდ არანორმალური შედეგია!

აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი "ბარსა" მესიზე იმდენად არის დამოკიდებული როგორც არასდროს. შეიძლება ითქვას, ლეომ ტურნირი პირადად მოიგო და სიმბოლური იყო ის ფაქტი, რომ გუნდმა გოლის გატანა სწორედ მოედანზე მისი შემოსვლის შემდეგ შეძლო.

ამრიგად, "ბარსელონა" სეზონის დარჩენილ ნაწილში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე იზრუნებს.

ოთხშაბათს, 1 მაისს "კამპ ნოუს" "ლივერპული" ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები