ცსკა უფრო ძლიერია - შენგელია და
Aa
Aa

ცსკა უფრო ძლიერია - შენგელია და "ბასკონია" ევროლიგას დაემშვიდობნენ

ევროლიგის პლეი-ოფის მეოთხედფინალურ სერიაში სადაც ერთმანეთს თორნიკე შენგელიას "ბასკონია" და მოსკოვის ცსკა უპირისპირდებოდნენ საბოლოო გამარჯვება რუსებს დარჩათ.

სერიის მეოთხე მატჩი ვიტორიაში გაიმართა და მოსკოველთა გამარჯვებით 83:92 დასრულდა.

ბასკური კლუბი პირველი სამი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და თამაშსაც აკონტროლებდა.

 

ნანდო დე კოლოს (27 ქულა) ლიდერობით ცსკა-მ შეხვედრის მოტრიალება და მოგება მოახერხა, რაშიც უდიდესი როლი მათმა ფრანგმა ლეგიონერმა შეასრულა.

 

რაც შეეხება შენგელიას, "ბასკონიას" ქართველმა კაპიტანმა პარკეტზე 23:43 წუთი დაჰყო. მისი მონაგარი 11 ქულა და 5 მოხსნა იყო.

 

საბოლოოდ, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა და ევროლიგის უმთავრესმა ფავორიტმა ცსკა-მ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები