4 ფეხბურთელი, რომლის მიყვანასაც ანტონიო კონტე „ჩელსიში“ შეეცდება
Aa
Aa

4 ფეხბურთელი, რომლის მიყვანასაც ანტონიო კონტე „ჩელსიში“ შეეცდება

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ანტონიო კონტე იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს. იტალიელი სპეციალისტი „არისტოკრატების“ შემადგენლობაში ძირეული ცვლილებების განხორციელებას აპირებს. არ არის გამორიცხული, რომ გუნდის დატოვება არაერთ ფეხბურთელს მოუწიოს. თუმცა მომსვლელთა რიცხვიც საკმაოდ ბევრია. ამ სტატიაში სწორედ იმ 4 ფეხბურთლს შემოგთავაზებთ, რომელთა ხილვაც კონტეს მის მომავალ კლუბში ყველაზე მეტად სურს.

მაშ ასე, ანტონიო კონტეს საოცნებო ოთხეული შემდეგნაირად გამოიყურება:

 

პოლ პოგბა ( 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი. ამჟამინდელი კლუბი - „იუვენტუსი“). სატრანსფერო ფასი 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი

 

ჯონ სტოუნსი ( 21 წლის ცენტრალური მცველი. ამჟამინდელი კლუბი - ევერტონი). სატრანსფერო ფასი 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი

 

პიერ-ემერიკ ობამეიანგი (26 წლის ცენტრალური თავდამსხმელი. ამჟამინდელი კლუბი - დორტმუნდის „ბორუსია“). სატრანსფერო ფასი 53 მილიონი გირვანქა სტერლინგი

 

რაჯა ნაინგოლანი (27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი. ამჯამინდელი კლუბი - „რომა“). სატრანსფერო ფასი 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები